დიმიტრი ქუმსიშვილი: კობა გვენეტაძეს არ ვიცნობ და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ

დიმიტრი ქუმსიშვილი: კობა გვენეტაძეს არ ვიცნობ და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოსტზე კობა გვენეტაძის კანდიდატურის წარდგენის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს  არც მთავრობაში აკეთებენ.

საპარლამენტო უმრავლესობის მსგავსად, აღმასრულებელი ხელისუფლებაშიც აცხადებენ, რომ კობა გვენეტაძეს არ იცნობენ.

"კობა გვენეტაძეს არ ვიცნობ და შესაბამისად, კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, ისინი კობა გვენეტაძის კანდიდატურაზე უახლოეს დღეებში დაგეგმილი ფრაქციის სხდომის ფორმატში იმსჯელებენ. დეპუტატების თქმით, კობა გვენეტაძის საქმიანობას არ იცნობენ, შესაბამისად, ჯერჯერობით არ აქვთ პასუხი, დაუჭერენ თუ არა მას მხარს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე.

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატად პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინა. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 25 თებერვალს ეწურება.