დაღესტანში, ხასავიურტის რაიონში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. რუსული მედიის ცნობით, ოპერაციის მიზანს არალეგალური შეიარაღებული დაჯგუფებების წევრების ძებნა და დაკავება წარმოადგენს.
"კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დილის 5:00 საათიდან ხასავიურტის რაიონის მთელ ტერიტორიაზე დაწესდა", - განაცხადეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა.
ე.წ ბოევიკების დაკავების მიზნით, დაღესტანში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმს ხშირად აწესებენ.