გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრს ბინალი ილდირიმს შეხვდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე სახმელეთო, სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის განვითარება და საქართველო-თურქეთის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები განიხილეს. საუბარი მარაბდა-კარწახის რკინიგზის პროექტის მნიშვნელობას შეეხო.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრისგან მიიღო პირობა, რომ პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულდება.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი, ბიზნესომბუდსმენი გიორგი გახარია დაესწრნენ.