მექსიკის ციხეში დაპირისპირებისას 49 პატიმარი დაიღუპა

მექსიკის ციხეში დაპირისპირებისას 49 პატიმარი დაიღუპა

მექსიკაში ქალაქ მონტრეისთან ახლოს მდებარე ციხეში მომხდარ დაპირისპირებას 49 პატიმარი შეეწირა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

ადგილობრივი მთავრობის ცნობით, დაღუპულთაგან 40 პატიმრის იდენტიფიცირება უკვე მოხდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაპირისპირება ორ ჯგუფს შორის დაიწყო. მხარეებმა ბასრი იარაღი, ხელკეტები და ჯოხები გამოიყენეს. ამას გარდა, ხანძარი გაჩნდა საპყრობილის ბარგის შემნახველ ოთახში.

მომხდარის შემდეგ ციხის გალავანთან პატიმრების ნათესავები და ახლობლები შეიკრიბნენ. ისინი ითხოვდნენ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით.

სამართალდამცავი უწყების ცნობით, ამ დროისთვის ციხეში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

ჯერჯერობით უცნობია დაპირისპირების დაწყების მიზეზი.