ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება

ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება

ე.წ. კაბელების საქმეზე დღეს, თავდაცვის მინისტრობის დროს, ირაკლი ალასანიას მოადგილე ალექსი ბატიაშვილი დაიკითხება.

სასამართლო სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპით, 12:00 საათზე გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ალექსი ბატიაშვილი პროკურატურამ ე.წ. კაბელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში ორჯერ დაკითხა. იგი სწორედ ბრალდების მხარის მოწმეთა ნუსხაშია შეყვანილი.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე დაიკითხება კომპანია "დელტაკომის" ერთ-ერთი დირექტორი.

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს ნუგზარ კაიშაურს, გიზო ღლონტს, დავით წიფურიას, გიორგი ლობჟანიძეს და არჩილ ალავიძეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში ედებათ ბრალი.