ტელეკომპანია "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა ბაია გადაბაძემ საჯარო რეესტრში მხარედ დარეგისტრირების შესახებ განცხადება შეიტანა.
როგორც გადაბაძემ ჟურნალისტებს რეესტრის დატოვების შემდეგ განუცხადა, მას სურს საქმის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ჰქონდეს და მხარედ დარეგისტრირებასაც სწორედ ამიტომ ითხოვს.
"მათ დამატებით შეაქვთ საჩივრები და განცხადებები. ცალკე რომ არ განიხილონ ისინი ჩემს გარეშე, სწორედ ამიტომ ვითხოვ, ამ საქმეში ვიყო მხარე. საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძეს უთხრა, რომ იმიტომ არ არეგისტრირებს, რომ მას აქვს ხარვეზი და ვიდრე ჩემი საჩივარი არ იქნება განხილული და სასამართლო პროცესი არ დასრულდება, მანამდე ვერ დაარეგისტრირებს დირექტორად. მე, ჩემი დღევანდელი განცხადების დაკმაყოფილების საფუძველზე საშუალება მექნება პასუხი გავცე იმ შემთხვევაში, თუკი ისინი რაიმე განცხადებას ან საჩივარს გამოაქვეყნებენ და მექნება საშუალება საქმესთან დაკავშირებით ყველაფრის საქმის კურსში ვიყო", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.
როგორც ცნობილია, საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" გენერალურ დირექტორად დარეგისტრირების პროცესი შეაჩერა.