იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა არჩევის თაობაზე კენჭისყრა მიმდინარეობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მოსამართლეებს ფარული კენჭისყრის შედეგად აირჩევენ.
მოსამართლედ დანიშვნისთვის მოსამართლეობის კანდიდატმა საბჭოს წევრების მინიმუმ 2/3-ის მხარდაჭერა (10 ხმა) უნდა მიიღონ.
კენჭისყრა თბილისის, ასევე სხვადასხვა საქალაქო და რაიონულ სასამართლოებში არსებული ვაკანტური ადგილების შესავსებად მიმდინარეობს.
მოსამართლის 30 ვაკანტურ ადგილზე დღეს 48 კანდიდატს უყრიან კენჭს.