ბათუმის პორტში ნატო-ს მუდმივმოქმედი ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი (SNMCMG2) შემოვიდა, რომელიც ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი ოთხი ხომალდითაა დაკომპლექტებული.
ნატო-ს ხომალდები ბათუმის ნავსადგურში 15 თებერვლამდე დაჰყოფენ და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ერთობლივ სწავლებასა და საჩვენებენ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
აღნიშნული სწავლებები ნატო-სა და შსს-ს საზღვაო პოლიციის სანაპირო დაცვის ხომალდების ურთიერთქმედებასა და ურთიერთთავსებადობის ამაღლებას ისახავს მიზნად.
ხვალ ბათუმში ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა ნატო-ს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის შტაბის უფროსი კონტრ-ადმირალი ჯორჯო ლაციო, რომელიც შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს შეხვდება.