სირიის კონფლიქტის საკითხებზე მიუნხენში გამართულ მოლაპარაკებებზე სამხედრო მოქმედებების შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, თუმცა ეს "ისლამურ სახელმწიფოს" არ შეეხება.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა, "ისლამური სახელმწიფოს" გარდა, ასევე არ შეეხება "ალ-ნუსრას" და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ, გამოთქვა აზრი, რომ სახმელეთო ოპერაციის გაგრძელება სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მხოლოდ ამწვავებს კონფლიქტს.
საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე აუცილებელი ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდისა და დაჩქარების შესახებ შეთანხმდნენ.