"მაესტროს" პარტნიორთა კრების მიერ გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებული ბაია გადაბაძე საჯარო რეესტრს დღეს კიდევ ერთი განცხადებით მიმართავს.
გადაბაძე ამჯერად მოითხოვს, სამართლებრივი დავის დასრულებამდე იგი მხარედ დარეგისტრირდეს.
"შემაქვს რეესტრში განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქმის დასრულებამდე მე მცნონ მხარედ. სამართლებრივი მხარე აბსოლუტურად წაგებული აქვთ გაჩეჩილაძეების მხარეს, მაგრამ სხვადასხვანაირი ზეწოლის მეთოდებზე გადავიდნენ უკვე, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოვლენის საქმის კურსში ვიყო, რომ პასუხის საშუალება მქონდეს", - განაცხადა გადაბაძემ.
დღესვე ბაია გადაბაძე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს საქართველოში იანოშ ჰერმანსაც შეხვდება და ტელევიზიის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწვდის ინფორმაციას.