საქართველოს კულტურის პალატა კიდევ ერთ საერთოშორისო ფესტივალს იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" კულტურის პალატიდან აცნობეს, 9 მარტს ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის სასახლე ქართული საბავშო ანსამბლების მონაწილეობით საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. 300-მდე ქართველი მონაწილე, აზერნაიჯანელ თანატოლებთან ერთად კონცერტს გამართავს და მაყურებლის წინაში ქართულ კულტურასა და ხელოვნებას წარადგენს.
საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები: ,,თამარიონი"", ,,ლომსიანთა"", "ცისკრის ვარკსვლავი", ,,იბერიონი", ,,ივერიანი"", ვაჟთახალხური საგუნდო ანსამბლი "მოძახილი", გოგონათა საესტრადო და ვოკალურთა გუნდი "ლომსიანთა".
ფესტივალი აზერბაიჯანში კულტურის პალატის წარმომადგენლის, სახალხო არტისტის თარანა მურადოვას ორგანიზებითა და ანსამბლ ,,სუხიშვილების"" ყოფილი მოცეკვავის ეკა მამასახლისის კოორდინირებით იმართება.
ფესტივალი ყოველწლლიური იქნება და მას სხვადასხვა ქვეყნები უმასპინძლებენ.
პროექტის ფარგლებში, ქართველ მონაწილებს "ჰეიდარ ალიევის ფონდი" უამსპინძლებს, რომლის პრეზიდენტი აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევაა, ასევე ანსამბლის წევრებს აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდებიან.
ჰეიდარ ალიევის სახელობის ისტორიულ სასახლეში საღამოების გამართვის შესაძლებლობა ყველას არ ეძლევა, მათ შორის მსოფლიოში აღიარებულ და არაერთგზის სხვადასხვა ჯილდოების მფლობელ ანსამბლებს, შემოქმედებსა თუ კულტურის წარმომადგენლებს. საქართველოს კულტურის პალატა მადლობას უხდი აზერბაიჯანულ მხარეს თანადგომისათვის.