პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში, ირანის ისლამური რევოლუციის გამარჯვების 37-ე წლისთავისა და ირანის ეროვნული დღის აღსანიშნავ საზეიმო მიღებას დაესწრო.
როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეკრებილ საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, აბას თალებიფარმა მიმართა. მან საქართველოსა და ირანს შორის არსებულ ურთიერთობებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2015 წელი ერთ-ერთი საუკეთესო წელი იყო ორი ქვეყნის ისტორიული თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.
"საქართველოს პარლამენტის, დავით უსუფაშვილის ვიზიტით, ჩვენ ქვეყნებს შორის განმტკიცდა საპარლამეტო თანამშრომლობა და ამ კუთხით უახლოეს მომავალში შედგება ირანის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში",- განაცხადა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა.
საზეიმო მიღებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.