საფრანგეთს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს. ამ თანამდებობაზე ლორან ფაბიუსი ჟან-მარკ ეირომ შეცვალა. ჟან-მარკ ეირო საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრიც იყო.
მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ლორან ფაბიუსი ქვეყნის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა.
ქვეყნის მინისტრთა კაბინეტში კიდევ სამი ცვლილება განხორციელდა.