მექსიკის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ მონტერეის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ციხეში მომხდარი ბუნტის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ "ბი-ბი-სი" იუწყება.
წინასწარი მონაცემებით, ზოგიერთმა მსჯავრდებულმა გაქცევა მოახერხა. საპატიმროსთან პატიმრების ასობით ნათესავია შეკრებილი.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ციხის შენობიდან ძლიერი კვამლი ამოდის. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შენობაში აფეთქებების ხმა ისმის.
ზოგიერთი მონაცემებით, დაღუპულია 50 ადამიანი, მათ შორის არიან როგორც პატიმრები, ისე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები. სხვა მონაცემებით, დაღუპულთა რაოდენობა 30-ს შეადგენს.
ხელისუფლებას მომხდართან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.