საქართველოს მიმართ საკუთარი უკიდურესად პოზიტიური განწყობა პრაქტიკულად ყველა ქვეყანამ ცალსახად დააფიქსირა, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში, ნატო- საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა იმ რეფორმების მიმართ, რომელსაც ქართული მხარე ატარებს, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად.
"მაგრამ, გარდა ამისა, ჩვენ მივიღეთ დამატებითი წინადადებები წევრი ქვეყნებისგან. ნატო-საქართველოს კომისიაზე ყველა ქვეყნისგან მივიღეთ თანხმობა კონკრეტული შემოთავაზებებით, რომელი ქვეყანა რა მასშტაბით, რა ძალით მიიღებს დამატებით მონაწილეობას იმაში, რაც გვაქვს", - აღნიშნა ხიდაშელმა.