ნატო-საქართველოს ერთობლივ ცენტრში საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ასეულის გაწვრთნა მაისში დაიწყება, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"არსებითი პაკეტი აძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას და მის შესაძლებლობას, იმუშავოს ნატო-ს ძალების მხარდამხარ. მაისში, ჩვენს ერთობლივ საწვრთნელ ცენტრში დაიწყება პირველი ქართული ასეულის გაწვრთნა. ეს კარგი ამბავია", - განაცხადა სტოლტენბერგმა.