ნატო საქართველოსთან ერთობლივი ძალისხმევის გასააქტიურებლად ახალ პრაქტიკულ გზებს განიხილავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ ჩავატარეთ ნატო-საქართველოს კომისიის კარგი სხდომა. საქართველო უახლოვდება ნატო-ს თავისი რეფორმების წყალობით და მნიშვნელოვანი წვლილით ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში.
ნატო საქართველოს დახმარების ერთგულია და იმისა, რომ მან გააგრძელოს გზა ნატო-ში გაწევრიანებისკენ.
დღს ჩვენ შევაჯამეთ ჩვენი მიღწევები. ჩვენ განვიხილავთ ახალ პრაქტიკულ გზებს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის გააქტიურებისთვის.
საქართველო რეფორმების ამბიციური გზის ერთგულია", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა ბრიუსელში ცოტა ხნის წინ დასრულდა.