საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია

საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია

საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასაწყისში განაცხადა.

"საქართველო პოლიტიკური რეფორმის, უსაფრთხოების სექტორში რეფორმის, საკუთარი უსაფრთხოების გაუმჯობესების ერთგული რჩება. საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია, ჩვენ ამ პარტნიორობის გაღრმავების ერთგული ვართ", - განაცადა იენს სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადების შემდეგ ჟურნალისტებმა დარბაზი დატოვეს. ამ წუთებში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დახურულ კარს მიღმა გრძელდება.