საერთაშორისო აუდიტორული ფირმა BDO -ს წარმომადგენელი ზურა ლაზაშვილი დადებითად აფასებს მთავრობის ინიციატივას საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე.
მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მოგების გადასახადზე არსებული შეღავათები.
„დღეს მთავრობის სხოდომაზე გაცხადებული "საგადასახადო კოდექსში ცვლილება" იყო საკმაოდ დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. მნიშვნელოვანია განხორციელდეს ყველა ის ცვლილება რაც განცხადებული იყო სხდომაზე. ამ პროექტის ფარგლებში, რამოდენიმე თემაზეა იყო საუბარი. პირველ ყოვლისა მნიშვნელოვანია მოგების გადასახადზე არსებული შეღავათები, შესაძლოა, რაღაც საკითხები დასაბუთებას საჭიროებს, მაგრამა საბოლოო ჯამში ეს ცვლილებები ბიზნესს ძალიან დაეხმარება“. - განაცხადა ზურა ლაზაშვილმა