საქართველოს მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში დღეიდან სასწავლო პროცესი განახლდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განუცხადეს.
დღეიდან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ჩვენ რეჟიმს დაუბრუნდა თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებშიც.
როგორც ცნობილია, გარკვეულ საჯარო სკოლაში, ასევე დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი 3 დღით, გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის საფუძველზე იყო შეჩერებული. ამასთან, ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში სასწავლო პროცესი დიდთოვლობით გამოწვეულმა პრობლემამაც შეაფერხა.
გაცდენილი საათები შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.