გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან

გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან

გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდამ "მოამბესთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენს იურისდიქციში შედის კაცობირობის წინაშე ჩადენილი დანაშაული, ომის დანაშაული და გენოციდი. ოფისი გამოიძიებს, მაგალითად, სამშვიდოებების მკვლელობის ფაქტებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მშვიდობისმყოფელებზე შეტევა იყო ორივე _ როგორც რუსეთის, ასევე საქართველოს მხრიდან. ამის შესახებ ვაპირებთ, რომ ინფორმაცია მოვიძიოთ", - აღნიშნა ბენსუდამ.

რაც შეეხება იმას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება გამოძიება, ბენსუდა აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შეძლებს ფაქტების მოძიებას. პროკურორის თქმით, მაგალითად, უგანდას შემთხვევაში გამოძიება 1 წელი გაგრძელდა, კონგოში – 18 თვე, სხვა მსგავს შემთხვევებში – 3 წელი. "ეს წაიღებს იმდენ დროს, რამდენიც გამოძიებას დასჭირდება", - დასძინა ფატუ ბენსუდამ.