მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება

მომავალ კვირას პარლამენტის საგაზაფხულო სესია იხსნება. რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს უნდა გაიხსნას. შესაბამისად, 2 თებერვალს ბიუროს სხდომა გაიმართება, რითაც საგაზაფხულო სესია გაიხსნება.

3 თებერვალს კი დაგეგმილია საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის ჩატარება. პლენარული სხდომის დღის წესრიგს ბიურო დაადგენს.