თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების ავიაბაზებზე განგაშის მომატებული - "ნარინჯისფერი" დონე გამოცხადდა. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო "ანადოლუ" იუწყება.
სააგენტოს ინფორმაციით, ავიაბაზებზე განგაშის მომატებული დონე ითვალისწინებს "ყველაფრისადმი სრულ მზადყოფნას" და პილოტების დაუყოვნებლივ რეაგირებას მეთაურებთან შეთანხმების გარეშე.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გვრცელებული ინფორმაციით, 29 იანვარს რუსეთის "სუ-34"-მა თურქეთის საჰაერო სივრცე დააღვია.