ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ხელვაჩაურში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. მდინარე ჭოროხის მიმდებარედ ქალის ცხედარი ადგილობრივებმა დღეს, დილით აღმოაჩინეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. 
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით საქმე აღძრულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.