"ლავას ოღლი" დუმილის უფლებას იყენებს

ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავას ოღლი" იმერეთის სამხარეო სამმართველოს წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება და დუმილის უფლებას იყენებს. 
როგორც დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წაუყენებენ და, შესაბამისად, სასამართლო პროცესიც დღეს ჩაინიშნება.
გამოძიების მიხედვით, მინდია გორაძე, მეტსახელად "ლავას ოღლი" 2013 წლიდან, ე.წ. ქურდულ სამყაროში დადგენილი წესებით, აღიარეს რა "კანონიერ ქურდად", დღემდე მართავდა და სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის მიზნით ორგანიზებას უწევდა ქურდული სამყაროს წევრთა გარკვეულ ჯგუფს.