ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განუცხადეს , შემთხვევა თბილისში წუხელ მოხდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2015-16 წლების გრიპის სეზონზე, სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია ე.წ. ღორის გრიპის 186 შემთხვევა, აქედან 7 ლეტალურად დასრულდა.