"იმედი მაქვს, რომ ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგი ობიექტური და სამართლიანი იქნება"

თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ ჰააგის სასამართლოს გამოძიების შედეგი იქნება ობიექტური, სამართლიანი და იმ რეალობის ამსახველი, რაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში დადგა.

მის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა "2030"-ში განაცხადა.

"საქართველოში, ჩვენი ქვეყნის ტერიტიორიაზე, უცხო ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა მოაწყვეს ეთნიკური წმენდა. ეს არის ცალსახა, ეს არის ხილული. ამის შედეგებს ჩვენ ყოველდღე ვიმკით. ოკუპანტმა ძალამ, რამდენიმე ქართული სოფელი, პირდაპირი მნიშვნელობით, გაგვიბულდოზერა. ეს არის თემები, რაზეც საუბარს ბუნებრივია ვერ ასცდება გამოძიების დროს ჰააგის პროკურორი და რომელზეც საქართველო პასუხს წლებია ელოდება",- განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, მისასალმებელია, რომ ჰააგის პროკურორის გამოსაძიებელი თარიღის ვადები იმაზე ფართოა, ვიდრე ოფიციალურად გამოცხადებული ომის თარიღი და 10 ოქტომბრამდე თარიღს ფარავს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, რადგან ეთნიკური წმენდა, სწორედ, ომის აქტიური ფაზის დამთავრების შემდეგ მოხდა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ავტორიტეტული სასამართლოს მიერ მოხდება იმის შეფასება, რაზეც ბოლო რვა წლის განმავლობაში არ სრულდება სპეკულაციები," - თავდაცვის მინისტრმა.