საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის ინფორმაციით, დღეს ყოფილ პრემიერთან კიდევ ერთხელ მოხდა კომუნიკაცია და ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დაადასტურა.
„სამდივნომ დააკმაყოფილა გიორგი კვირიკაშვილის განცხადება პარტიაში გაწევრიანების თაობაზე და დღეს ის მოწვეულ იქნა პოლიტსაბჭოს სხდომაზე. ის მოიაზრება "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილს, მასთან დღეს კიდევ ერთხელ მოხდა კომუნიკაცია და მან კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი გადაწყვეტილება, რომ ის ტოვებს პოლიტიკურ მოღვაწეობას და მიდის პარტიის თავმჯდომარეობიდან,“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.