მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ვერ შეძლო და ვერ ესწრება დღეს წარმოდგენას

მინდა, ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ვერ შეძლო და ვერ ესწრება დღეს წარმოდგენას

მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ვერ შეძლო და ვერ ესწრება ამ წარმოდგენას, მე სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს ადგილს, მაგრამ ალბათ ძალიან ბევრნი არიან და არ მინდა რაღაც უაზრო ჟესტი გავაკეთო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

"ძალიან ემოციური დღეა. ნამდვილად ულამაზესი გამოვიდა ოპერისა და ბალეტის თეატრი. მინდა, მივულოცო საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც ძვირფასია ეს კედლები. მართლაცდა ულამაზესი შენობა მივიღეთ. მინდა, მივულოცო ხელოვნების სფეროს ყველა წარმომადგენელს ეს მართლაც სასიხარულო დღე და თბილისს მინდა მივულოცო, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს იქნება დიდი ზეიმი, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს. ასევე მინდა, რომ ყველანაირი პოლიტიკა გვერდზე გადავდოთ. მე როგორც ერთმა მოქალაქემ, გიორგი კვირიკაშვილმა მინდა მივულოცო საქართველოს მოქალაქეს ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა საქართველოსთვის და ეს შენობა აჩუქა ჩვენს ქვეყანას. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ვერ შეძლო და ვერ ესწრება ამ წარმოდგენას. ძალიან ბევრი შესაძლებლობა იქნება კიდევ ასეთი. სიამოვნებით დავუთმობდი ჩემს ადგილს, უბრალოდ, ალბათ ძალიან ბევრნი არიან და არ მინდა რაღაც ისეთი უაზრო ჟესტი გავაკეთო. დიდი მადლობა და გილოცავთ ყველას", - განუცხადა ოპერისა და ბალეტის თეატრის გახსნამდე ჟურნალისტებს ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის წინ აქცია- პერფორმანსი მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ განუცხადა, აქციას ორმაგი დატვირთვა აქვს.

მისივე თქმით, აქციის მონაწილეები იმ საბჭოთადროინდელ ტრადიციას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც საზეიმო ღონისძიებებზე დასწრების შესაძლებლობა მხოლოდ ხელისუფლების წევრებს და მათთან დაახლებულ პირებს ეძლევათ.