თბილისის მერია, დავით აღმაშენებლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, დავით აღმაშენებლის გამზირზე, სარეაბილიტაციო და აღდგენით სამუშაოებთან დაკავშირებით, ჭოროხის ქუჩის გადაკვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა, კერძოდ, 31 იანვრიდან დავით აღმაშენებლის გამზირიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება ჭოროხის ქუჩიდან დიმიტრი უზნაძის ქუჩის ან მარცხენა სანაპიროს გავლით.
მერიის ინფორმაციით, დიმიტრი უზნაძის ქუჩაზე მოძრაობა ნებადართული იქნება ქორწინების სახლიდან ზაარბრიუკენის მოედნის მიმართულებით.
სარეაბილიტაციო და გამაგრებით სამუშაოებთან დაკავშირებით, ზაარბრიუკენის მოედნიდან დავით აღმაშენებელის გამზირის მიმართულებით გადაადგილებისას, მოძრაობა შესაძლებელი იქნება მოსე გოგიბერიძის, არნოლდ ჩიქობავას, გიორგი მაზნიაშვილისა და კიევის ქუჩების გავლით.