როგორც ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია

როგორც ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნების" წევრად რჩება

როგორც ვიცი, ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართული ოცნების" წევრად რჩება, - აღნიშნულის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს პრემიერისა და "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ღარიბაშვილმა, რომელიც პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე იყო, თავმჯდომარეობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება მაშინ მიიღო, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.

"ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის წევრი როგორც ვიცი არის. განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ მას არ გაუკეთებია. ხოლო პარტიის თავმჯდომარეობიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა", - განაცხადა კახა კალაძემ.