პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა.
როგორც კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, გაზაფხულის ყრილობაზე გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.
"მინდა გაცნობოთ პოლიტიკური გაერთიანება პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილების შესახებ. უპირველეს ყოვლისა, მოგახსენებთ, რომ გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ წევრი გახდა. ეს საკითხი პარტიის სამდივნომ გუშინ განიხილა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება, პარტიის წევრობასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, დღეს უკვე გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს წევრების გიორგი კივირიკაშვილთან შეხვედრა. შეხვედრაზე პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა, რომ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ყრილობაზე წარდგენილი იქნება გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა. პარტიის თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა, რომელიც გაზაფხულზე გაიმართება. შესაბამისად, კანდიდატურა წარდგენილია კვირიკაშვილის სახით, რასაც მთელი პარტია ერთხმად მივესალმებით",- აღნიშნა პარტიის გენერალურმა მდივანმა.