საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის. ამის შესახებ ელჩმა პანკისში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ის საქართველოს პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა. "საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა ძალიან გარკვევით გასცეს პასუხი ბრალდებებს, ტერორისტულ ბაზების არსებობის შესახებ. ამერიკის შეერთებული შტატებიც ცხადია საქართველოსთან მჭიდროდ თანამშრომლობს ტეროტრიზმთან ბრძოლაში. მე კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პანკისში ტერორისტული ბაზა არ არის", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგეი ლავროვის განცხადებით, პანკისის ხეობას "ისლამური სახელმწიფო" წვრთნებისთვის იყენებს.