გიორგი კვირიკაშვილი პარტია

გიორგი კვირიკაშვილი პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდება

კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებს შეხვდება. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, შეხვედრა კოალიციის ოფისში, 15:00 საათზე დაიწყება.

შეხვედრას "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრები, მათ შორის ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე დაესწრებიან.