კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

რუსეთში, კამჩატკაზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, დაფიქსირდა 7,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რასაც სულ მცირე 7 გამეორებითი ბიძგი მოჰყვა.

რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, მიწისძვრის შედეგად არავინ დაშავებულა.

მიწისძვრის ეპიცენტრი ნახევარკუნძულთან 153 კილომეტრის სიღრმეზე მდებარებდა.