მედია თურქეთში დაღუპულების შესახებ დამატებითი ინფორმაციას ავრცელებს. ადგილობრივი პრესის ცნობით, დაღუპულები არიან 56 წლის ემა შარიპოვა, მისი და, 46 წლის ელნაზი და ერთ-ერთის შვილიშვილი 19 წლის საჰიპ შარიპოვი.
მედიის ინფორმაციით, მათი ცხედრები ბინაში იპოვეს. ემა შარიპოვას და საჰიპ შარიპოვს ყელი ჰქონდათ გამოჭრილი, ელნაზ შარიპოვა კი გაგუდული იყო.
ტრაგიკული შემთხვევა თურქეთის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ქალაქ დუზჯეში მოხდა, რომელიც სტამბოლიდან დაახლოებით 228 კილომეტრში მდებარეობს.