საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, - როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ალექსეი პუშკოვმა განაცხადა.
"თუ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო მიზეზების გამოძიებას დაიწყებს, აუცილებლად დაასკვნის, რომ სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ დანაშაული იქნა ჩადენილი", - განაცხადა პუშკოვმა.
მისი თქმით, ტრიბუნალის საბოლოო შედეგი უნდა გახდეს მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
რამდენიმე დღის წინ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, წინასწარი წარმოების პალატამ დააკმაყოფილა პროკურორ ფატუ ბენსუდას შუამდგომლობა აგვისტოს ომის გამოძიების დაწყების საკითხზე.