საქართველოს პრეზიდენტი პანკისის ხეობაში იმყოფება. გიორგი მარგველაშვილი სოფელ დუისში, ხეობის უხუცესებს და ადგილობრივ მოსახლეობა ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი პანკისის ხეობიდან იტყობინება, შეხვედრაზე პანკისის ხეობაში არსებული ვითარება განიხილება. შეხვედრას, აშშ-ს და ევროკავშირის ელჩებთან ერთად, უშიშროების საბჭოს მდივანი და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე ესწრებიან.
პრეზიდენტის და სხვა მაღალი რანგის სტუმრების გამო, პანკისის ხეობაში გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.