გაერო-ს გენერალური მდივანი  ძალადობის ფაქტებზე ანგარიშს გამოაქვეყნებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ძალადობის ფაქტებზე ანგარიშს გამოაქვეყნებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ჯარისკაცების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩადენილ ძალადობის ფაქტებზე ანგარიშს გამოაქვეყნებს გაერო-ს გენერალური მდივანი ჯარისკაცების მიერ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე ანგარიშს გამოაქვეყნებს. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გუშინ გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ ენტონი ბერბერიმ განაცხადა, რომ გაერო-ს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი მომავალ თვეს გამოაქვეყნებს ანგარიშს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მომხდარი ძალადობის ყველა ფაქტის შესახებ, მათ შორის დასახელდება ყველა ის ქვეყანა, რომლის სამხედრო მოსამსახურე ძალადობაში მონაწილეობაშია ეჭვმიტანილი.

ენტონი ბერბერის ცნობით, ამ აფრიკულ ქვეყანასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მათ შორის ინფორმაცია გამოძიების მსვლელობაზე, რეგულარულად განახლდება.