თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას ტოვებს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას ტოვებს

თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსი თანამდებობას ტოვებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიაში განუცხადეს, მერიაში ამჟამად მიმდინარეობს საკადრო გადაადგილებები და პაატა ჯაჭვლიანი 1-ელი თებერვლიდან მერიის სხვა სტრუქტურაში გადავა. თუ რა პოსტს დაიკავებს ჯაჭვლიანი, მერიაში ამ ეტაპზე არ აკონკრეტებენ.
პაატა ჯაჭვლიანს თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობამდე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის პოსტი ეკავა.