საზოგადოება 2030-ის ინიციატივით და თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით ფორუმი გაიმართება

საზოგადოება 2030-ის ინიციატივით და თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით ფორუმი გაიმართება

საზოგადოება 2030-ის ინიციატივით და თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ორგანიზებით, თემაზე: საქართველოს ბუნებრივი რესურსების მართვა - გამოწვევები და პერსპექტივები თსუ-ს პირველ კორპუსში დღეს ფორუმი გაიმართება.
ფორუმში მონაწილებას მიიღებენ საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, თსუ-ს ანალიზის და პროგნოზირების ცენტრი, საზოგადოება 2030; ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრი; ფორუმს საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი, ეკონომიკის სფეროს სპეციალისტები, პროფესიული და აკადემიური წრეები და ოფიციალური პირები დაესწრებიან.