საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართული მხარე ითანამშრომლებს ჰააგის სასამართლოსთან, რათა ყველა კითხვას, რომელიც პასუხის გაცემას მოითხოვს, გაეცეს.
"ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან და ყველა ის საკითხი, რომელიც მოითხოვს პასუხის გაცემას, გაეცემა. საუბარია იმ ადამიანების უფლებებზე, რომელიც დაირღვა კონფლიქტის დროს, დანაშაულს, რომელიც ჩადენილ იქნა - ქართველების ეთნიკური წმენდა, რომელიც განხორციელდა ახლა უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი მოლოდინია, რომ ყველა საკითხს ექნება სამართლებრივი შეფასება", - განაცხადა ჯანელიძემ.