"პანკისში არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პანკისში მშვიდი ვითარებაა და არავითარი დაჯგუფებები იქ მომზადებას არ გადიან.

რაც შეეხება "ისლამური სახელმწიფოს" კავკასიის ბატალიონის მიერ, რომელსაც ახმეტ ჩატაევი ხემძღვანელობს რუსეთსა და ევროპის ქვეყნებში ტერაქტებს დაგეგმვის საკითხს, გომელაური განმარტავს, რომ ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში ქართული მხარე მას პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის.

"პანკისში სრულიად მშვიდი ვითარებაა და თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ იქ არაფერი არ ხდება, არავითარი დაჯგუფებები არ მზადდება. ჩატაევს რაც შეეხება, ის გათავისუფლდა და შეცდომა იყო თუ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, ეს მიიღო იმ ადამიანმა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არ არის და აქედან გამომდინარე, ჩვენ მასზე პასუხს ვერ გავცემთ. ის, თუ რას ამზადებს და გეგმავს, თუ ჩვენ რაიმე ინფორმაცია გვექნება, რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს მივაწვდით. პანკისში კი არანაირი პრობლემა არ არსებობს და დღესდღეობით როგორც სხვა ხეობებში, ასევე გრძელდება იქაც ცხოვრება", - განაცხადა გომელაურმა.