"დარწმუნებული ვარ, რომ პანკისში სამართალდამცველები სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებენ"

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ის დარწმუენბულია, რომ სამართალდამცავი ორგანოები პანკისში არსებულ სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებენ.

როგორც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, აღნიშნულ რეგიონზე ყურადღება გამახვილებულია როგორც სამართალდამცავების, ასევე პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ.

"სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები სიტუაციას პანკისში ბოლომდე აკონტროლებენ, მაგრამ ამასთან ერთად, ჩვენ, პოლიტიკური ხელმძღვანელობაც მუდმივი ყურადღებით ვართ განწყობილი ამ საკითხთან დაკავშირებით და ბუნებრივია, ეს ყურადღება არც სამართალდამცავების მხრიდან და არც პოლიტიკური ხელმძღვანელობის მხრიდან არ მოდუნდება", - განაცხადა პრეზიდენტმა.