"უშიშროების საბჭოზე ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი"

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მნიშნელოვანია, რომ ნატო-სთან დაკავშირებით კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება მოხდეს.

როგორც პრეზიდენტმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღეს ნატო-სთან მიმართებით, შემდგომი ნაბიჯების და კოორდინაციის პროცესი განისაზღვრა.

"იცით, რომ უშიშროების საბჭო არის ფორმატი, სადაც აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლება და პრეზიდენტი ქვეყნისთვის უმნიშნელოვანეს საკითხებზე თათბირობენ. ასეთ მნიშვნელოვან საკითხს წამროადგენს საქართველო-ნატო-ს პროცესი. ამ თვალსაზრისით, უმნიშნელოვანესია, რომ მოხდეს კოორდინაცია და ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. მიმაჩნია, რომ დღევანდელ უშიშროების საბჭოზე ჩვენ ნათლად განვსაზღვრეთ შემდგომი ნაბიჯები და კოორდინაციის პროცესი", - განაცხადა მარგველაშვილმა.