"ქართველთა ეთნიკური წმენდა, საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ დაიწყო"

პრემიერ-მინსიტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ ორი ძირითადი საკითხი განიხილეს.

როგორც კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შედეგ განაცხადა, საუბარი შეეხო ვარშავის სამიტისთვის მზადების საკითხს და ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განტკიცებას, ნატო-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით. მისივე თქმით, თავდაცვის მინისიტრს ეთხოვა, რომ მან გააგრძელოს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებით.

"ორი ძირითადი საკითხი განვიხილეთ. ერთია ნატო-ს სამიტისთვის მზადების საკითხი და სხვადასხვა უწყებების მიერ შესასრულებელი სამუშაო ნატო-ს სამიტამდე. საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განტკიცებაზე ნატო-სთან უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით, ასევე განხილულ იქნა საკითხი ქართველი ჯარისკაცების საერთაშორისო მისიებში მოანაწილეობის თაობაზე. საუბარი იყო ავღანეთში გადამწყვეტი მხარდაჭერის მისიაში, ქართველი ჯარისკაცების მოანაწილეობის კუთხით შემდგომ თანამშრომლობაზე და ამ კუთხით თავდაცვის მინსიტრს ეთხოვა, რომ მან გააგრძელოს კონსულტაციები პარტნიორ ქვეყნებთან შემდგომი თანამშრომლობის პერპექტივებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.