პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა მიმდინარეობს. სხდომა პრეზიდენტის მოწვევით ნატო-ს ვარშავის სამიტისა და საერთაშორისო მისიებთან დაკავშირებულ თემებზე ჩაინიშნა.

უფრო კონკრეტულად, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია ორი საკითხის განხილვა: 1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის; 2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

სხდომას, ტრადიციულად, საქართველოს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. მას ესწრება უშიშროების საბჭოს თითქმის სრული შემადგენლობა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საბჭოს ერთადერთი წევრი, რომელიც სხდომაზე ვერ მივიდა, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძეა, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.