საკმარისია გორისკენ წახვიდეთ და ნახოთ, რა გამოიარეს დევნილებმა, რომ მიხვდეთ - ადგილი ჰქონდა ეთნიკურ წმენდას, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ განუცხადა, რითაც ჰააგის სასამართლოს მიერ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების საკითხზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ლაჰიუს განმარტებით, მნიშვნელოვანია განხორციელებული ეთნიკური წმენდის აღიარება მოხდეს.
"საკმარისია წახვიდეთ გორისკენ და ნახოთ, რა გამოიარეს დევნილებმა, რომ მიხვდეთ - ეთნიკურ წმენდას ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ამის აღიარება. ეს საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანია. უნდა მოხდეს პრობლემების მოგვარება და დამყარდეს მშვიდობა საქართველოს ამ ტერიტორიაზე", - განაცხადა ლაჰიუმ.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ჩადენილ ომის დანაშაულებს გამოიძიებს.