ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს PACE-ს პოზიცია როგორც დავალება

ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს PACE-ს პოზიცია როგორც დავალება

ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია როგორც დავალება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის მიღების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეცვალოს არსებული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ.

"ადამიანის უფლებადამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა სახით თავდასხმის მსხვერპლები. ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პოზიცია როგორც დავალება, რომ მათ შეცვალონ არსებული დამოკიდებულება არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ", - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ წევრ ქვეყნებში უფლებადამცველი პირებისა და ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. მასში საქართველოს შესახებაცაა საუბარი.

"არის ვითარების გაუარესების საგანგაშო ნიშნები გარკვეულ წევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. კერძოდ, შეინიშნება საჯარო თავდასხმები, ცნობილ უფლებადამცველებზე შესაძლო კომპრომატული მასალების გასაჯაროების საფრთხეები და ადვოკატების წინააღმდეგ ფიზიკური შეურაცხყოფის, ზეწოლისა და დაშინების ფატები, მათ შორის იმ ადვოკატების წინააღმდეგ, რომლებიც პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებზე მუშაობენ", - აღნიშნულია დოკუმენტში.