"მე ვიქნები ყველას გამგებელი"

გარდაბნის რაიონის გამგებლობის კანდიდატი, გოჩა ჯამარაული გარდაბნელებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

ჯამარაულის განცხადებით, ის ყველას გამგებელი იქნება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მისცა მას არჩევნებზე ხმა.

„დიდი მადლობა გარდაბანს და გარდაბნელებს. მიუხედავად იმისა, ვინ იყო ჩემი მოწინააღმდეგე, ვინც მე ხმა არ მომცა, მე ვიქნები სულ ყველას გამგებელი. ბევრი პრობლემაა ელემენტარული, ჩვენს მოსახლეობას უნდა ვკითხო პრიოტრიტეტი რა იქნება და იმის მიხედვით გავაკეთებთ იმ საქმეს“, - აღნიშნა გოჩა ჯამარაულმა.